"საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია"...
კლუბის წევრებთან ერთად ვინახულეთ ჩვენი სკოლის ყოფილი მასწავლებელი ნაზი ჩხაიძე, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო, დღეს უმწეო მდგომარეობაშია.
კლუბის ინიციატივითა და ჩვენი სკოლის გულისხმიერი მოსწავლეების დახმარებით შევაგროვეთ გარკვეული თანხა და სხვადასხვა საკვები პროდუქტით დატვირთულები ვესტუმრეთ მას.
ამ მცირედი ყურადღებით მას ენით აღუწერელი სიხარული მივანიჭეთ. წამოსვლისას დავპირდით, რომ კვლავ ვინახულებდით.
No comments:
Post a Comment