Saturday, May 3, 2014

                                 
       
             
       სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში .ქუთაისის 31- საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ინდიგოს"ლიდერი,ნორიკო თავბერიძე, როგორც  კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი მოხვდა სამოქალაქო კლუბის საგაზაზაფხულო ბანაკში.
ბანაკური ცხოვრება ხუთ დღეს გაგრძელდა. თითოეული დღე მაქსიმალურად  დატვირთული იყო მრავალმხრივ საინტერესო და სახალისო ღონისძიებებით.  
ტარდებოდა ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო,ბავშვები დაუფლებოდნენ პროექტების წერას.
პროექტში რესპუბლიკის მასშტაბით მონაწილეობას  ასამდე  ბავშვი იღებდა.თითოეულ მათგანს გადაეცა სერტიფიკატი.
31- სკოლის სამოქალაქო კლუბიი "ინდიგოდიდ მადლობას უხდის განათლების გავნითარების და დასაქმების ცენტრს(KEDEC), სამოქალაქო ინიციატივების ქართულ ასოციაციას (SIQA) და მზიან სახლს.
   
      

         







 

Saturday, April 5, 2014

 
                                                            "სიცოცხლის მარში"

4 აპრილს ქუთაისში ჩატარდა აქცია სახელწოდებით:“ერთად დავიცვათ სიცოცხლე”
მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა.
აქციაში მონაწილება მივიღეთ კლუბის რვა წევრმა.



   


  






Wednesday, March 26, 2014

დისკუსია :

"                             "რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება"

                

"იმპულსი 91" ის წევრების : გიორგი ოკრიბელაშვილის, ქრისტინე მაღლაკელიძისა და მარიამ ქარქაშაძის მიერ ჩატარდა დისკუსია თემაზე "რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება" რომელსაც ესწრებოდნენ მე-9-10 -11 კლასის მოსწავლეები.









Tuesday, March 11, 2014

                                     
                                                 

„სიცოცხლის ხეივანი“


11 მარტს ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთერთობების ცენტრი „IUNA AMIKO”-ს მიერ ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო , გამოგვეხატა თანაგრძნობა და მხარდაჭერა დაავადებული ბავშვებისადმი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი კლუბის ხუთმა წევრმა: ნორიკო თავბერიძე, მარი შალამბერიძე, გიორგი მელაძე, მარიამ შავგულიძე და ანი ხეცურიანი. დავასუფთავეთ ბავშვთა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორია, და გავაშენეთ „სიცოცხლის ხეივანი“ .










Wednesday, February 26, 2014


“რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო დიდი ომი… ევროპა დაწყნარდა თითქოს… თითქოს ყველამ მოისვენაო… ჩვენ კი უბედურება დაგვატყდა თავს.. რა მოგველის, არ ვიცი!”

ამ სტრიქონების ავტორი 17 წლის მარო მაყაშვილია.
... კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პატივი მიგვეგო ამ გმირი გოგონასათვის. ბავშვებმა წავიკითხეთ მისი დღიურიდან ამონარიდები, და ყველამ ერთხმად ვაღიარეთ , რომ ის ნამდვილად გმირი ადამიანი იყო !..









Tuesday, February 25, 2014


ჩვენი კლუბის წევრები გულწრფელ სოლიდარობას, თანაგრძნობას და აღტაცებას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის უმაგალითო გამძლეობისა და თავგანწირული ბრძოლისადმი
უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ იგი ღირსია დამოუკიდებლობისა
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი მოძმეების__ უკრაინელი ხალხის მფარველი!!
გაუმარჯოს ქართველ და უკრაინელ ხალხს!! :)))