"ღმერთო მიმრავლე სათნოების დღე.."
ქუთაისში ჩატარდა აქცია სახელწოდებით "სიკეთის ეპიდემია." აქციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი კლუბის სამმა წევრმა. აქციის მთავარი მიზანი არის ბიძგი მისცეს კეთილი საქმეების კეთებას. მონაწილეებმა მირზაანის უკან მდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივი ძალებით, სიმბოლურად „სიკეთის 2 ხე" დავრგეთ. ამის შემდეგ აქციაში ჩართულმა პირებმა მსვლელობა მოვაწყვეთ ძველი უბნის, მერიისა და წერეთლის ქუჩაზე. გამვლელებს სიმბოლურად „სიკეთის კანფეტებს“ ვურიგებდით, რომელსაც შებმული ჰქონდა თაბახის ფურცელზე დატანილი „კეთილი სურვილები“.



No comments:
Post a Comment